თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი, სახანძრო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ჰყავს, რომელიც 2024 წელს, RENAULT-ის ბაზაზე, კომპანია VOLKAN-ის მიერ მოდიფიცირდა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ მანქანის შესაძენად 1 063 453 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
ახალი, სწრაფი რეაგირების სახანძრო-სამაშველო ავტომობილის შეძენის მიზანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ფრენების სახანძრო დაცვის უფრო მეტი გარანტიების შექმნაა. ეს ავტომობილი დამატებით 10 000 ლიტრი წყლის, 1000 ლიტრი ქაფწარმომქმნელი სითხისა და 250 ლიტრი ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი ნივთიერების რესურსია.
დღეის მდგომარეობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახური დაკომპლექტებულია სათანადოდ აღჭურვილი 4 ერთეული ძირითადი და 3 ერთეული დამხმარე სახანრო-სამაშველო ავტომობილით.