თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან -დღემდე TAV Georgia-ს მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3,808,772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი სავარაუდოდ ოთხი მილიონ რვაასი ათასს მიაღწევს.