თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ACI World’s Voice of the Customer ინიციატივაში აღიარება მოიპოვა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, აღნიშნული აღიარება დასტურია იმისა, რომ 2021 წლის განმავლობაში აეროპორტი COVID19-ის პანდემიის პირობებში ითვალისწინებდა მგზავრებისა და მომხმარებლების ინტერესებსა და მოსაზრებებს.