თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ხიდებში საფეხმავლო საფარი განახლდა.

სამგზავრო ხიდებში არსებული ხალიჩები სრულად გამოიცვალა, რაშიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 60 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

უახლოეს პერიოდში დაიწყება  ტერმინალის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას ისახავს მიზნად.

„ტავ ჯორჯია“, მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნისა და საჰაერო ხომალდების მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს. დაგეგმილ შიდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ტექნიკის განახლებაში მიმდინარე წელს კომპანია 24 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.