თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgiaს გენერალურმე მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ნიდერლანდების ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრისას დიპლომატი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს გაეცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები.


პირისპირ შეხვედრის შემდეგ ელჩმა აეროპორტის ინფრასტრუქტურა და მგზავრთა მომსახურების სივრცეები დაათვალიერა. ასევე, მიიღო ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ბარგის გადაზიდვებისა და დახარისხების სისტემის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ნიდერლანდური კომპანიის, Vanderlande-ის ტექნიკით მუშაობს.
ცნობისთვის: ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნიდერლანდების მიმართულებით 2 ავიაკომპანია ასრულებს რეისებს. თბილისსა და ამსტერდამს შორის ფრენებს ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways” და ნიდერლანდური „Transavia” ახორციელებენ.