თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე “ტავ ჯორჯიას” ინვესტიციით ახალი ავტოსადგომი მოეწყო.

TAV Georgia-ს ცნობით, 4200 მ2 ფართობზე განახლდა ხელოვნური საფარი, დასუფთავდა ტერიტორია და მოეწყო განათება. ამ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ ინვესტიციის სახით ჩადო 205 000 ლარი.
შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ საპარკინგე ზონებს 124 ავტომობილის ადგილი დაემატა და ჯამური რაოდენობა 1100-მდე გაიზარდა.