თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ჩასხდომის ზონაში ახალი კვების ობიექტი, რესტორანი ,,საბვეი ‘’ გაიხსნა. მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის “საბვეის” კონცეფციის მიხედვით, მომხმარებელს საშუალება აქვს, სენდვიჩის სასურველი ინგრედიენტები თავად აირჩიოს.
✔️ახალი რესტორნის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ,,ტავ ჯორჯიას’’ გენერალური მენეჯერი – თეა ზაქარაძე, „საბვეის“ ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ აზიის, აფრიკისა და თურქეთის რეგიონალური დირექტორი ეფე ჩელიკი, და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრნენ.
📝“საბვეის“ ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ბრენდი 3700 – ზე მეტი რესტორნით მსოფლიოს 100 ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რესტორანი აეროპორტში მგზავრებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.