თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მუშაობს, – ამის შესახებ AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, სამიმოსვლო ბილიკებსა და აეროდრომზე შესაბამისი სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და სამუშაოები ახლაც გრძელდება, ბილიკები იწმინდება ტექნიკით და მუშავდება სპეციალური სითხეებით. შესაბამისად, დაგეგმილი ავიარეისები განრიგის შესაბამისად, შეფერხებების გარეშე სრულდება.