ვგეგმავთ, რომ მოსამზადებელ პერიოდში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები სრულად იყოს აღჭურვილი იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც იქნება IATA-ს, ICAO-ს, ასევე ევროკომისიის გაიდლაინებით, – ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ავიაკომპანიათა ნაწილმა უსაფრთხოების მიზნით გარკვეული პროტოკოლების დანერგვა უკვე დაიწყეს და ახლა ჯერი სახელმწიფოებზეა, რომელთაც არსებული რეალობიდან გამომდინარე დამატებითი გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება უწევთ.
“არიან ავიაკომპანიები, რომლებმაც უკვე გაატარეს, დაანონსეს ის უსაფრთხოების ნორმები, რომლესაც თავად, როგორც კერძო ორგანიზაციები დანერგავენ. რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხო მოგზაურობის განვითარებას. მეორეა ის რასაც ჩაატარებენ თვითონ ქვეყნები აეროპორტებში. ჩვენი ამბიცია ტრადიციულად ძალიან ძლიერია, რადგან ჩვენი გეგმაა, რომ მოსამზადებელ პერიოდში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის აეროპორტები სრულად იყოს აღჭურვილი იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც იქნება IATA-ს, ICAO-ს, ასევე ევროკომისიის გაიდლაინებით, და შესაბამისად რამდენიმე ფილტრის არსებობით, ზუსტად მივალთ იმ მნიშვნელოვან ღირებულებამდე რაც ნიშნავს, რომ ტურიზმი ისევ იქნება უსაფრთხო ინდუსტრია”, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.