თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს

პანდემიის გამო შეჩერებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლები უცხოელ მოგზაურებს აეროპორტებში გააცნობენ როგორც კოვიდ-რეგულაციებს, ასევე ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციას. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.   „ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივ გახსნასთან ერთად, ჩვენ … ვრცლად თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს