9 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ა-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედაგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (69 აბი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის მე-6 განყოფილებას გადაეცა.