ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში “თბილისის აეროპორტი”, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების როგორც ფიზიკურად, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 322,5 გრამი) გამოვლინდა.

ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ ჯამში, 37 061,99 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქე ა.მ.ა. სანქციის სახით, 14304.63 ლარით დაჯარიმდა, ხოლო, სამართალდამრღვევი სომხეთის მოქალაქის ა.ს.ბ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.