16 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი გაემგზავრა. ისინი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გერმანიაში სტადიონზე უგულშემატკივრებენ. ევრო – 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ: Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings. ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზეა მორგებული. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდება. დაგეგმილია 17 ჩარტერული რეისის შესრულება. ამ დროისთვის, ჯამში 5220 ბილეთი გაიყიდა.
საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების ყიდვა ფეხბურთის გულშემატკივრებს 2024 წლის 24 მაისიდან ონლაინ პორტალზე TKT.GE შეუძლიათ. ამასთან, ბილეთს სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ. ამასთან, მგზავრი ვალდებულებულია აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს. მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს და ვალდებულია, სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე გამოცხადდეს.
სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.
მთავარი ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტიდან გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა...