LOT Polish Airlines-ი თბილისიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს ასახელებს. როგორც LOT-ის საქართველოს წარმომადგენლობაში LOT Travel LTD-ში განმარტავენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ვარშავა და პარიზია.

რაც შეეხება ამერიკის მიმართულებით განხორციელებულ რეისებს, ავიაკომპანიის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი თბილისი-ტორონტოს მიმართულებაა. ცხადია თბილისიდან კანადის ქალაქ ტორონტოს მიმართულებით ფრენები ვარშავას გავლით ხორციელდება.

მაშ ასე, პოლონური ავიაკომპანია LOT-ის რეისებზე, თბილისიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების (პირდაპირი და არაპირდაპირი რეისები) TOP-5 ასე გამოიყურება:

ვარშავა;

პარიზი;

პრაღა;

ბუდაპეშტი;

ვროცლავი.