ბელარუსული ავიაკომპანია Belavia ტრანზიტულ რეისებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისები მინსკის აეროპორტის გავლით განხორციელდება და აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა 31 აგვისტომდე უნდა განხორციელდეს.

აქციის ფარგლებში შეძენილი ავიაბილეთებით კი მოგზაურობა 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე პერიოდში უნდა დაიგეგმოს.

აქციის ფარგლებში ავიავლეთის შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის სალაროებში, აგენტებთან და ასევე ავიაკომპანიის საიტზე.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Belavia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო მიმართულებით რეისებს ყოველდღიურად ასრულებს.