Turkish Airlines-ის ჟურნალის „Skylife“ მარტის ნომერში თბილისის შესახებ 8 გვერდიანი სტატია დაიბეჭდა.

თურქულ და ინგლისურ ენაზე მომზადებულ სტატიაში თბილისის ტურისტული ადგილები, ძველი ქალაქი, არქიტექტურა, კულტურა და კულინარია არის აღწერილი.

თბილისის შესახებ ჟურნალის „Skylife“ სტატია საშუალებას აძლევს თურქეთის ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნოს.

სტატია თბილისის შესახებ ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქულ ავიახაზებთან თანამშრომლობით დაიბეჭდა.

“თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი რაც ვიფიქრე, რას ვნახავდი საქართველოს დედაქალაქში დროის მანქანა, რომ მქონოდა. თუმცა ამ კითხვას პასუხი ნანახით გავეცი. დასკვნა კი ასეთია, თბილისი თავისი კულტურით შენს სულში ისახება. ეს არის ქალაქი თავისი უძველესი ისტორიით, ქალაქი, რომელიც არქიტექტორული სტილით კავკასიის უძვირფასესი ნაწილი იყო და არის.
ქალაქის ხედი თითქოს ჩაგჩურჩულებს მე ვარ თბილისი და ერთი ხედით გაჩვენებს, როგორც ქალაქის წარსულს, ასევე მომავალს.
ვის ვნახავდით საქართველოს დედაქალაქში წარსულში რომ გვემოგზაურა?
თბილისის დამაარსებელ ვახტანგ გორგასალს, შოთა რუსთაველს უდიდეს ქართველ პოეტს, რომელმაც თამარ მეფეს ვეფხისტყაოსანი მიუძღვნა, მეფეს, რომელიც საქართველოს საუკეთესო წლებში მართავდა.
შევხვდებოდით ხუროებს, რომლებმაც ხის აივნები შექმნეს, ფიდელ კასტროს, რომელმაც ფუნიკულიორზე ისადილა, ალექსანდრე დიუმას სამი მუშკეტერის ავტორს, რომელიც საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა.
როგორც კი მშვიდობის ხიდზე ფეხს დავდგამთ წარსულიდან აწმყოში გადავდივართ.”-წერს სტატიის ავტორი, რომელიც საქართველოს დედაქალაქს უკან დაბრუნების იმედით ტოვებს.