თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet-ი საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სექტემბერში რამდენიმე ჩარტერულ რეისს შეასრულებს, თუმცა მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.
AnadoluJet-ი თბილისი-სტამბოლის რეისებს 20, 23 და 27 სექტემბერს შეასრულებს. თურქული “ლოუქოსტერი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენას საბიჰა გოქჩენის აეროპორტის მიმართულებით მიმართულებით განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ საბიჰა გოგჩენის აეროპორტი (Sabiha Gökçen) სტამბოლის სიდიდით მეორე აეროპორტია. ის 2019 წელს საერთაშორისო რეისებზე 14.1 მლნ მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება AnadoluJet-ს, ის Turkish Airlines-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ანკარას აეროპორტშია ბაზირებული. AnadoluJet-ი 2008 წლის 23 აპრილს შეიქმნა.