თბილისში ყველაზე ძვირი უძრავი ქონება როგორც გაყიდვის, ასევე გაქირავების თვალსაზრისით მთაწმინდაზეა.
დედაქალაქის ყველაზე “ძვირ რაიონში” საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე 1078 აშშ დოლარია, გაქირავების საშუალო ფასი კი 8.71 აშშ დოლარი.
თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ფასი ყველაზე დაბალია სამგორში (529 აშშ დოლარი), გაქირავების კი – გლდანში (4.4 აშშ დოლარი).