თბილისი-ბერლინი-თბილისის სპეცრეისს, რომელიც 25 ივლისისთვის ჩაინიშნა ავიაკომპანია Myway Airlines-ი განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა. თბილისი – ბერლინი – თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია Myway Airlines-ი 25 ივლისს შეასრულებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება არ იქნება 200 ევროზე მეტი.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე – www.mywayairlines.com იქნება შესაძლებელი.