ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების, ორგანიზაციულიდა ფუნქციური მოწყობის შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს თავდაცვისსამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სააგენტოს სტრუქტურული მოდელითდაინტერესება თავდაცვის სისტემაში ანალოგიური ორგანოს შექმნისინიციატივამ განაპირობა, რომელიც სახელმწიფო ავიაციის საქმიანობისრეგულირებას და ზედამხედველობას განახორციელებს. სამინისტროსძირითად ინტერესს სააერნაონსო მომსახურების, აეროდრომებისა დააეროპორტების ზედამხედველობის, პერსონალის ლიცენზირების, საჰაეროხომალდების საფრენად ვარგისობისა და რეგისტრაციის მიმართულებებიწარმოადგენდა. აღნიშნულის ირგვლივ, სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმადა შესაბამისმა დეპარტამენტებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაციასააგენტოში არსებული ძირითადი პროცესების და ეფექტური სისტემისფუნქციონირების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამოქალაქო დასახელმწიფო დანიშნულების (სამხედრო) ავიაციის ისეთ გადამკვეთსაკითხებზე და გამოწვევებზე, როგორიცაა სამოქალაქო და სახელმწიფოავიაციის აქტივობების ზრდა და ამ ფონზე საჰაერო სივრცის მოქნილისარგებლობის შესახებ ახალი რეგულაციების ამოქმედება, სახელმწიფოდანიშნულების აეროდრომების სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვისგამოყენება, საავიაციო ძებნა–შველის ოპერაციები, ევროპულ/ევროატლანტიკურ სისტემებში ინტეგრაცია და ა.შ. გამოითქვა ორმხირივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული რეგულაციების დანერგვის კუთხით.