ბულგარეთში საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის ინიციატივით ბულგარეთში მყოფ ალბანეთის, მონტენეგროს, მაროკოს, რუმინეთის და აშშ-ს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ხაჭაპურის მასტერკლასი გაიმართა.
როგორც ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევევა, საქართველოს ელჩის ინიციატივითა და საპატიო კონსულის იული ნუშევის დახმარებით, ბულგარეთში ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხაჭაპურის მასტერკლასი გაიმართა.
თამარ ლილუაშვილის განმარტებით, ხაჭაპურის მასტერკლასი რეალურად ბულგარელმა შეფზარეულმა წარმართა, რომელმაც ხაჭაპირის გამოცხობა თავად Youtube-დან ისწევლა და ძალიან მოსწონს.
მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის, მონტენეგროს, მაროკოსა და რუმინეთის ელჩებმა, ბულგარეთში UNICEF-ის წარმომადგენლის მოადგილემ, აშშ-ს საელჩოს მისიის უფროსის მოადგილემ და PanEuropa Bulgaria პრეზიდენტმა/დამფუძნებელმა გერგანა პასიმ.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მოემზადებინათ ყველაზე ცნობილი ქართული კერძი – ხაჭაპური და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული სამზარეულოს მასტერ კლასები ხშირად იმართება, რომელშიც მონაწილეობას იგივე შეფმზარეული აქტიურად იღებს.