ავიაკომპანია Thai Airways-მა ​ბანგკოკში, საკუთარ შტაბ-ბინაში საავიაციო თემატიკის რესტორანი გახსნა. ეს რესტორანი მათთვისაა, ვისაც მოგზაურობა მოენატრა.

რესტორანში თითქმის ყველა პირობაა იმისათვის, რომ სტუმარმა თავი თვითმფრინავის ბორტზე იგრძნოს.

მაგალითისთვის სავარძლები Thai Airways-ის კორპორატიულ ფერებშია გადაწყვეტილი. რაც შეეხება პერსონალს, ისინიც ავიაკომპანიის კორპორატიულ სამოსში არიან გამოწყობილნი.

რესტორანში შემოსული სტუმარი აუცილებლად მიიღებს ჩასხდომის ბარათს, ანუ კონკრეტულ მაგიდასთან დაჯდომის უფლებას. 

რესტორანი სტუმრებს ყოველ ხუთშაბათს 07:00 საათიდან იღებს. მენიუში კი მხოლოდ ის კერძებია, რაც Thai Airways-ის ბორტზეა წარმოდგენილი.