ამერიკულმა Delta Air Lines-მა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CrowdStrike-ის წინააღმდეგ ჯორჯის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რაც თავის მხრივ კომპანიის ტექნოლოგიურ წარუმატებლობას უკავშირდება, რამაც ავიაკომპანიის მრავალი ფრენის გაუქმება გამოიწვია.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ივლისში პროგრამის გათიშვამ მას 500 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა და ახლა ავიაკომპანია დაკარგული შემოსავლისა და დამატებითი ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.

ტექნიკური შეფერხება მოხდა CrowdStrike ანტივირუსული განახლების შედეგად რამდენიმე მილიონ კომპიუტერზე, რომელიც ​ Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებზე მუშაობს. აღნიშნულმა ინციდენტმა Delta Air აიძულა ზაფხულის არდადეგების პიკის სეზონზე, ხუთი დღის განმავლობაში, დაახლოებით 7000 ფრენა გაეუქმებინა.

CrowdStrike-ს პროგრამულმა შეფერხებამ დააზარალა ასევე ბანკები, ჯანდაცვის დაწესებულებები და სხვა ორგანიზაციები.

ავიაკომპანიის ცნობით, პროგრამული შეფერხება მოხდა იმის გამო, რომ CrowdStrike-მა არ გამოცადა პროგრამული უზრუნველყოფის განახლება მის გავრცელებამდე.

CrowdStrike-მა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია ავრცელებს დეზინფორმაციას და ვერ ერკვევა კიბერუსაფრთხოებაში და ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს, რადგანაც ავიაკომპანიამ თავად არ გააუმჯობესა მოძველებული IT ინფრასტრუქტურა.

CrowdStrike-ის სპიკერმა თქვა, რომ დეველოპერი ცდილობდა დავის გადაჭრას.