HAWKER-800XP საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანია TCA-მ შემოიყვანა. ამჟამად, საჰაერო ხომალდი რეგისტრაციის პროცესს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გადის.
როგორც AviaNews-ს ავიაკომპანიაში განუმარტეს, სერტიფიცირების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: საჰაერო ხომალდის შეტანა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (რეგისტრაცია) და საჰაერო ხომალდზე ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის მიღება. ამ ეტაპების დასრულებისთანავე იწყება ამავე საჰაერო ხომალდის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართ #1-ში შეტანა. პროცესების დასრულების შემდეგ კი, ხდება საქმიანობის უფლების მინიჭება.
ავიაპარკის გაფართოებასთან ერთად, TCA-ს მაღალკვალიფიციურ საფრენოსნო სამსახურს ახალი პროფესიონალი მფრინავები შეემატნენ. ისინი ამჟამად, გადასწავლებას გადიან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვლის თვეში TCA-ს ფლოტს შეემატა HAWKER-800XP ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება, როგორც ბიზნეს დანიშნულებით ფრენების განსახორციელებლად, ასევე სამედიცინო-საევაკუაციო მიზნებისათვის.
Photographer- Christian Hartan