გვყავს ახალი ავიაკომპანიები მომავალი წლისთვის და გვაქვს ასევე მოლაპარაკებები, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ კომპანიის მომავალი წლების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 7%-იანი, ხოლო ბათუმში 10%-მდე ზრდა არის ნავარაუდევი.
„მომავალი 2 წლის გეგმებზე შემიძლია გითხრათ, რომ დინამიკა მატების ისევ გაგრძელდება. გვყავს ახალი ავიაკომპანიები მომავალი წლისთვის და გვაქვს ასევე მოლაპარაკებები. თქვენ იცით, რომ ახლახან დავაანონსეთ Norwegian Air-ი, ასევე მომავალი წლიდან იწყებს ფრენას Etihad-ი, ასევე გვაქვს კიდევ სხვა მოლაპარაკებებიც. ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმებზე, კონფერენციებში თუ გამოფენებზე და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვისაც მინიმუმ 7%-იანი მატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ასევე 10%-მდე მატება ბათუმში არის მოსალონდელი და ვემზადებით მომავალი წლისთვის,“ – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.












