თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ისრაელის ავიაკომპანია EL AL-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო არსებულ თანამშრომლობას და ავიაკომპანიის სამომავლო გეგმებს, საქართველოში ფრენის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ EL AL თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარულ რეისებს კვირაში 5-5 სიხშირით ასრულებს.