თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia – ს ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში COVID 19 პანდემიის რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აეროპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად, 21 ავიაკომპანიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საავიაციო უშიშროებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა, მგზართა გადაზიდვები, საზღვრის კვეთის რეგულაციები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო