ახალი ტექნიკა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ ახალი ტექნიკის შეძენაში 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
განხორციელებული ინვესტიციით შეძენილია ბაქანზე სახმელეთო მომსახურების ტექნიკა, კერძოდ, მგზავრთა გადასაყვანი ავტობუსი; მგზავრთა ჩასხდომის ახალი კიბე; სპეციალური მანქანა თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებისთვის და ე.წ. მაღალი ჩამტვირთავი, რომელიც განკუთვნილია სატვირთო საჰაერო ხომალდების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესებისთვის და უზრუნველყოფს 14 ტონამდე სიმძიმის ტვირთების მომსახურებას.