თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ლონდონში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში – WTM London 2024-ში მონაწილეობს. ღონისძიებას 184 ქვეყნის, 40,000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი ესწრება მთელი მსოფლიოდან. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან