თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. როგორც ირკვევა COVID-19-ის და მისგან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად TAV Georgia გეგმებს არ ცვლის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას გზარდის.
კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უკვე შემოისაზღვრა ტერიტორია, სადაც ივლისიდან საექსკავაციო და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად დაიწყება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, TAV Georgia 14 მილიონი დოლარის ინვერსტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.