10 ყველაზე მსხვილ ინვესტორს შორის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia მოხვდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის I კვარტალში სულ ქვეყანაში 201.4 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებს 64.4%-ით ჩამორჩება. როგორც საქსტატში განმარტავენ, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.