TAV Airports-მა ხელი მოაწერა აქციების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ყაზახეთის მთავარი საჰაერო კარიბჭის ალმატის აეროპორტის შესაძენად. ალმატის აეროპორტი წარმოადგენს მნიშვნელოვან გზაშესაყარს თანამედროვე „აბრეშუმის გზაზე“. ალმატის აეროპორტი არის მე-15-ე აქტივი „ტავ“-ის გლობალურ ქსელში.
Groupe ADP-ის წევრმა TAV Airports-მა წილების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ალმატის აეროპორტის 100% წილის და მისი კონსორციუმის პარტნიორი VPE Capital-ის შესაძენად გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, TAV Airports-ი ყიდულობს ალმატის აეროპორტს და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებს 450 მილიონ დოლარად.
TAV Airports-ის წილი მთლიან კონსორციუმში იქნება არა ნაკლებ 75%. აქციების ტრანსფერი განხორციელდება ყველა იურიდიული პროცედურის დასრულების შემდეგ. ალმატის აეროპორტი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და წარმოადგენს მნიშვნელოვან გაჩერებას უძველეს „აბრეშუმის გზაზე“. ალმატი, ასევე, წარმოადგენს სტრატეგიულ გზაშესაყარს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში. როგორც ცნობილია, „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ცენტრალურ ჩინეთს დასავლეთ აზიასთან აკავშირებს. ყაზახეთი წარმოადგენს ლიდერ ქვეყანას შუა აზიის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და მისი წილი რეგიონში მთლიანი მშპ-ის 60%-ს აღემატება.
„მოხარულნი ვართ ალმატის აეროპორტი, რომელიც აზიას და ევროპას შორის მთვარ სატრანზიტო ჰაბს წარმოადგენს, ჩვენ პორტფოლიოს შევმატოთ. ალმატი „ახალი აბრეშუმის გზას“ სტრატეგიულ მონაკვეთში მდებარეობს. როგორც ცნობილია, „ახალ აბრეშუმის გზას“ ჩინეთმა დაუდო სათავე და ის ევროპას და აფრიკას უკავშირდება საჰაერო ტრანსპორტის და გადაზიდვების საშუალებით. ყაზახეთი წარმოადგენს რეგიონის უდიდეს ქვეყნაას, როგორც გეოგრაფიული, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით, ხოლო ალმატი არის უდიდესი ქალაქი ქვეყანაში, რომლის წილი ყაზახეთს მშპ-ში 20%-ია.
გვჯერა, რომ ალმატის აეროპორტს ზრდის სერიოზული პოტენციალი გააჩნია და ჩვენ ვიზრუნებთ ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის“, – განაცხადა TAV Airports-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა სანი სენერიმ.
ყაზახეთის ავია ფლაგმანის „ეა ასტანას“ ბაზას ალმატის აეროპორტი წარმოადგენს და 2019 წელს ის მოემსახურა 6.4 მილიონ მგზავრს, რაც 13%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. Bek Air, SCAT Airlines და Qazak Air, ასევე, იყენებენ ალმატის აეროპროტს, როგორც მათ ბაზას. 2018 წელს აეროპორტი მოესამხურა 58K ტვირთს (ყაზახეთის მთლიანი ტვირთბრუნვის 70%-ს) და არსებობს ამ მოცულობის მნიშნველოვანი ზრდის პოტენციალი.