27 ოქტომბერს, ჟენევაში გამართულ ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, Groupe ADP-ის წევრი, TAV Airports-ის ვიცე-პრეზიდენტი სერქან კაპტანი, ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) წევრად აირჩიეს. ACI EUROPE 55 ქვეყნის 500-ზე მეტ აეროპორტს წარმოადგენს.
„საავიაციო ინდუსტრია თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. ACI Europe-ის როლი კოვიდ პანდემიის შემდგომი პერიოდის ნორმალიზებაში, ახალი სტანდარტების შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში საკმაოდ დიდია. ჩემთვის დიდი პატივია ACI EUROPE-ის საბჭოში არჩევა და მოუთმენლად ველი შევიტანო ჩემი წვლილი ინდუსტრიის აღდგენაში” – აღნიშნა სერქან კაპტანმა.
სერქან კაპტანი 30 წელია ავიაციის სფეროში მოღვაწეობს. კარიერის დასაწყისში ის წამყვან პოზიციებს იკავებდა საერთაშორისო კომპანიებში Birgenair Charter Group და Airport Consulting Vienna. 2002 წელს სერქან კაპტანი TAV Airports-ის გუნდს შეურთდა. 2016 წელს კი ის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით 26 ქვეყნის 92 აეროპორტში ბიზნეს განვითარებას კურირებს. ამასთან ერთად სერქან კაპტანი TAV Airports-ის ყველა შვილობილი კომპანიის, მათ შორის ანტალიის, მედინისა და ზაგრების აეროპორტების და სახმელეთო მომსახურების კომპანიის საბჭოს წევრია.