თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი TAV Airports-ის ჰოლდინგი სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ პოსტს აქვეყნებს და მგზავრებს იწვევს, ადგილზე აღმოაჩინონ ქვეყნის უნიკალური კულტურა და ბუნებრივი სილამაზე.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, პირველი აეროპორტი საზღვარგარეთ, სადაც TAV Airports-მა ოპერირება დაიწყო, ყოველთვიურად მთელი მსოფლიოდან ათასობით მგზავრს მასპინძლობს. გელოდებით თბილისში, რათა ადგილზე აღმოაჩინოთ ბუნებრივი სილამაზე, ღრმა ფესვების მქონე ისტორია და უნიკალური კულტურა“, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც თბილისის ღირსშესანიშნაობების ფოტოები ერთვის.