TAV Airports-მა და SOCAR Türkiye-მ ენერგეტიკული თანამშრომლობა გააფართოვეს. განახლებული თანამშრომლობა ელექტროენერგიის მიწოდების გარდა, პარტნიორობა ამიერიდან ბუნებრივი აირის მიწოდებასაც მოიცავს.
ახალი შეთანხმებით, კომპანია გადავიდა ენერგიის მართვის ინტეგრირებულ მოდელზე, რაც აძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას და ხარჯების პროგნოზირებადობას აეროპორტების ოპერაციებში.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, თანამშრომლობა 2020 წელს ელექტროენერგიის მიწოდებით დაიწყო. ამჟამად ის მოიცავს ანკარის ესენბოღას (Esenboğa) და იზმირის ადნან მენდერესის (Adnan Menderes) აეროპორტებს.
SOCAR Türkiye უზრუნველყოფს TAV Airports-ის ყოველწლიური ელექტროენერგიის საჭიროებას, რაც დაახლოებით 75 000 მგვტ/სთ-ს შეადგენს.
შეთანხმების ფარგლებში გამართულ ცერემონიაზე ერთმანეთს შეხვდნენ TAV Airports-ის ჯგუფის ხელმძღვანელი მეტე ერნა და SOCAR Türkiye-ს ბუნებრივი აირის ბიზნესის ხელმძღვანელი ფუად იბრაჰიმოვი.












