ინდოეთის მთავრობამ ეროვნული გადამზიდავის Air India-ის შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული გამოაცხადა.

ავიაკომპანიის მფლობელი გახდა ქვეყნის უმსხვილესი საწარმოო კონგლომერატი Tata Group, რომელიც ავიაკომპანიის შეძენისთვის მისი შვილობილი კომპანიის Talace Pvt-ს სახელით მოქმედებდა და მზადაა ავიაკომპანიაში 180 მილიარდი რუპია (2.4 მილიარდი დოლარი) გადაიხადოს. შემდეგი ნაბიჯი იქნება განზრახვის წერილისა და წილის გამოსყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერა. გარიგება სავარაუდოდ დეკემბერში დაიხურება.

ცნობილია, რომ Tata დიდი ხანია თვალს ადევნებს Air India-ს. ტენდერში ჯგუფმა უკან ჩამოიტოვა კიდევ ერთი მთავარი კონკურენტი, კომპანია, რომელსაც მართავს მეწარმე აჯი სინგი, რომელიც ასევე დგას დაბალბიუჯეტიან გადამზიდავ SpiceJet-ის უკან.