მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión-ის Facebook გვერდი ქართველი შეფმზარეულის დავით ნარიმანიშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„ქართული სამზარეულო თავისი ტრადიციებით მსოფლიოშია სახელგანთქმული. ამ წარმატების მიზეზი კი ქართული გემოს ავთენტურობის შენარჩუნებაა, რაც სამზარეულოში დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო და მისი ტრადიცია საერთაშორისო არეალზე  ცნობილი გახადა“.

დავით ნარიმანაშვილი ქართულ სამზარეულოს 29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 წარადგენს.  ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

„ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მადრიდი ევროპაში გასტრონომიულად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ქალაქია. სულ რაღაც წელიწად ნახევარში ქართულმა სამზარეულომ აქ თავი დაიმკვიდრა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“,-აცხადებს დავით ნარიმანაშვილი.

საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

3 დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.

 

https://www.facebook.com/photo/?fbid=780497600781054&set=a.641268328037316