ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კიდევ ერთი უზბეკური ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას.
პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს ავიაკომპანია 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, 13 მაისიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს დღეისათვის Uzbekistan Airlines-ი ასრულებს. ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში სამჯერ დაფრინავს.