აეროპორტამდე ტაქსით მისვლა და პირიქით საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. პორტალმა AirMundo არსებული ბაზარი შეისწავლა და ევროპაში აეროპორტამდე ტაქსის მომსახურების ტარიფების რეიტინგი შეადგინა.  

მაშ ასე, ევროპაში ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე ყველაზე მაღალი ტარიფი ლონდონშია, სადაც აღნიშნული ტარიფი აეროპორტის მიხედვით საშუალოდ 112 ევრომდე (95 გირვანქა სტერლინგი) აღწევს. 

რაც შეეხება ზოგადად ევროპას ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე საშუალო ტარიფი 41 ევროს ანუ კილომეტრზე საშუალოდ 1.99 ევროს შეადგენს.

ანალიტიკოსების აზრით, 2020 წელს სახეზეა სერვისის ფასის ზრდა. AirMundo-ში განმარტავენ, რომ 50 ევროპული აეროპორტიდან 9 აეროპორტში ტარიფები უკვე გაზრდილია.

მიდიხართ ევროპაში და გაინტერესებს ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე ტაქსის მომსახურების ტარიფი? 

ლონდონი (Stansted Airport) – 112 EUR (95 GBP)

ლონდონი (Luton Airport) – 106 EUR

მილანი (Bergamo Airport) 105 EUR

ლონდონი (Gatwick Airport) – 100 EUR (85 GBP)

მილანი (Malpensa Airport) – 95 EUR

ლონდონი (Heathrow Airport) – 83 EUR (70 GBP)

ოსლო – 81 EUR 

მიუნხენი – 75 EUR

ციურიხი – 65 EUR 

პარიზი (Charles de Gaulle Airport) – EUR55 

სტოკჰოლმი (Arlanda Airport) – 55 EUR (575 SEK)

რომი (Fiumicino Airport) – 48 EUR

ბრიუსელი – 45 EUR

ამსტერდამი (Schiphol) – 45 EUR

ჰელსინკი – 45 EUR

ბერლინი (Schönefeld Airport) – 45 EUR

კოპენჰაგენი – 40 EUR

ათენი – 38 EUR

ჟენევა – 37 EUR 

ფრანკფურტი – 35 EUR

ედინბურგი 35 EUR (30 GBP)

მანჩესტერი 35 EUR 

ბარსელონა – 35 EUR

პარიზი (Orly Airport) – 35 EUR

მოსკოვი (Domodedovo Airport) – 34 EUR (2300 RUB)

ვენა – 33 EUR2

ნიცა – 32 EUR

ჰამბურგი – 30 EUR

მადრიდი (Barajas Airport) – 30 EUR

მოსკოვი (Sheremetyevo Airport) – 30 EUR (2000 RUB)

სტამბოლი (New Airport) – 30 EUR (200 TRY)

სტამბოლი (Sabiha Gökcen) – 30 EUR (200 TRY)

დიუსელდორფი – 28 EUR

დუბლინი – 27 EUR

კელნი (Bonn Airport) – 27 EUR

ბერლინი (Tegel Airport) – 26 EUR

პალმა დე მალიორკა – 25 EUR

მოსკოვი (Vnukovo Airport) – 25 EUR (1700 RUB)

პრაღა – 24 EUR 

მალაგა – 23 EUR

ბუდაპეშტი – 22 EUR 

კიევი (Boryspil Airport) – 21 EUR (550 UAH)

ალიკანტე – 20 EUR

პეტერბურგი (Pulkovo Airport) – 19 EUR (1300 RUB)

ანკარა (Esenboga Airport) – 16 EUR (106,6 TRY)

ლისაბონი – 15 EUR

იზმირი (Adnan Menderes Airport) – 10 EUR (67 TRY)

ვარშავა – 9 EUR 

ბუქარესტი (Henri Coanda Airport) – 9 EUR

ანტალია – 7 EUR (48,50 TRY)

აღსანიშნავია, რომ 

კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნების მიხედვით, ყველაზე ძვირი ტაქსის მომსახურება დიდი ბრიტანეთშია. შედარებით დაბალი ტარიფები კი ესპანეთსა და თურქეთში.