აეროპორტამდე ტაქსით მისვლა და პირიქით საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. პორტალმა AirMundo არსებული ბაზარი შეისწავლა და ევროპაში აეროპორტამდე ტაქსის მომსახურების ტარიფების რეიტინგი შეადგინა.
მაშ ასე, ევროპაში ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე ყველაზე მაღალი ტარიფი ლონდონშია, სადაც აღნიშნული ტარიფი აეროპორტის მიხედვით საშუალოდ 112 ევრომდე (95 გირვანქა სტერლინგი) აღწევს.
რაც შეეხება ზოგადად ევროპას ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე საშუალო ტარიფი 41 ევროს ანუ კილომეტრზე საშუალოდ 1.99 ევროს შეადგენს.
ანალიტიკოსების აზრით, 2020 წელს სახეზეა სერვისის ფასის ზრდა. AirMundo-ში განმარტავენ, რომ 50 ევროპული აეროპორტიდან 9 აეროპორტში ტარიფები უკვე გაზრდილია.
მიდიხართ ევროპაში და გაინტერესებს ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე ტაქსის მომსახურების ტარიფი?
ლონდონი (Stansted Airport) – 112 EUR (95 GBP)
ლონდონი (Luton Airport) – 106 EUR
მილანი (Bergamo Airport) 105 EUR
ლონდონი (Gatwick Airport) – 100 EUR (85 GBP)
მილანი (Malpensa Airport) – 95 EUR
ლონდონი (Heathrow Airport) – 83 EUR (70 GBP)
ოსლო – 81 EUR
მიუნხენი – 75 EUR
ციურიხი – 65 EUR
პარიზი (Charles de Gaulle Airport) – EUR55
სტოკჰოლმი (Arlanda Airport) – 55 EUR (575 SEK)
რომი (Fiumicino Airport) – 48 EUR
ბრიუსელი – 45 EUR
ამსტერდამი (Schiphol) – 45 EUR
ჰელსინკი – 45 EUR
ბერლინი (Schönefeld Airport) – 45 EUR
კოპენჰაგენი – 40 EUR
ათენი – 38 EUR
ჟენევა – 37 EUR
ფრანკფურტი – 35 EUR
ედინბურგი 35 EUR (30 GBP)
მანჩესტერი 35 EUR
ბარსელონა – 35 EUR
პარიზი (Orly Airport) – 35 EUR
მოსკოვი (Domodedovo Airport) – 34 EUR (2300 RUB)
ვენა – 33 EUR2
ნიცა – 32 EUR
ჰამბურგი – 30 EUR
მადრიდი (Barajas Airport) – 30 EUR
მოსკოვი (Sheremetyevo Airport) – 30 EUR (2000 RUB)
სტამბოლი (New Airport) – 30 EUR (200 TRY)
სტამბოლი (Sabiha Gökcen) – 30 EUR (200 TRY)
დიუსელდორფი – 28 EUR
დუბლინი – 27 EUR
კელნი (Bonn Airport) – 27 EUR
ბერლინი (Tegel Airport) – 26 EUR
პალმა დე მალიორკა – 25 EUR
მოსკოვი (Vnukovo Airport) – 25 EUR (1700 RUB)
პრაღა – 24 EUR
მალაგა – 23 EUR
ბუდაპეშტი – 22 EUR
კიევი (Boryspil Airport) – 21 EUR (550 UAH)
ალიკანტე – 20 EUR
პეტერბურგი (Pulkovo Airport) – 19 EUR (1300 RUB)
ანკარა (Esenboga Airport) – 16 EUR (106,6 TRY)
ლისაბონი – 15 EUR
იზმირი (Adnan Menderes Airport) – 10 EUR (67 TRY)
ვარშავა – 9 EUR
ბუქარესტი (Henri Coanda Airport) – 9 EUR
ანტალია – 7 EUR (48,50 TRY)
აღსანიშნავია, რომ
კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნების მიხედვით, ყველაზე ძვირი ტაქსის მომსახურება დიდი ბრიტანეთშია. შედარებით დაბალი ტარიფები კი ესპანეთსა და თურქეთში.