ტალინის აეროპორტი სამხედრო თვითმფრინავების განთავსებას შეძლებს: მათთვის პარკინგი არსებული ასაფრენი ბილიკის გვერდით აშენდება.
სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სადგომებს Nordecon-ი აშენებს, რომელმაც აეროპორტთან 7,5 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

აეროპორტის მენეჯმენტმა კომპანია Tallinna Lennujaam-მა E- კლასის თვითმფრინავების პარკირების შექმნას აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ნაწილი უწოდა. ახალ სადგომზე შესაძლებელი იქნება მინიმუმ ოთხი დიდი თვითმფრინავის დაპარკინგება.

Tallinna Lennujaam-ის საბჭოს თავმჯდომარემ რივო ტუვიკემ თქვა, რომ ესტონეთის დედაქალაქის აეროპორტი „მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო თვითმფრინავების მიღებაში ანმარის საჰაერო ბაზასთან ერთად“. სამხედრო ავიაციის მისაღებად ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი თქმით, აღმოფხვრის ხარვეზებს „სტრატეგიული სამხედრო მობილობის შესაძლებლობებში“.

ტალინის აეროპორტი არის ესტონეთის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი.