ტალინის აეროპორტი საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების წერტილები ახალ სკანერებს ამონტაჟებს. როდესაც ისინი ამოქმედდება შემოწმებისას ხელბარგიდან აღჭურვილობის ამოღება საჭირო აღარ იქნება.
წინასწარი ინფორმაციით ახალი სკანერები აპრილიდან ამოქმედდება. ახალი სისტემით, რომელიც დაფუძნებულია კომპიუტერულ ტომოგრაფიის ტექნოლოგიაზე, შემოწმების გავლა ბევრად გამარტივდება.
მსგავსი სკანერები უკვე გამოცადეს (წარმატებით) ჰელსინკში და ისინი ასევე აპირებენ მათ დამონტაჟებას ესპანეთის, დანიისა და მალტის აეროპორტებში წელს.