ტაილანდში მალე საავიაციო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. პროექტში, სახელწოდებით U-Tapao «Eastern Aviation City» თითქმის 300 მილიარდი ბატის (8,82 მილიარდი დოლარი) ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. ის გახდება ერთ-ერთი უდიდესი მეგასტრუქტურული ობიექტი ქვეყანაში და ყველაზე ინოვაციური მულტიმოდალური სატრანსპორტო კერა აზიაში.

პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ისტორიულ უტაპაოს აეროპორტს, რომელიც მდებარეობს რაიონგის პროვინციაში, პატაიადან 45 კმ-ში და ბანგკოკიდან 190 კმ-ში. მისი გაფართოება უზრუნველყოფს წელიწადში 60-75 მილიონამდე მგზავრთა ნაკადს, ასევე დამატებით 15600 სამუშაო ადგილს შექმნის.

პროექტის მიხედვით, სამგზავრო ტერმინალის ახალი შენობის მოდერნიზებულ საჰაერო ნავსადგურთან დაკავშირება სურთ. მოქმედი აეროპორტის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი დაახლოებით 1040 ჰექტარია, გათვალისწინებულია ფრენების სასწავლო ცენტრის, ტექნიკური და სარემონტო ცენტრის მოწყობა. .

ასევე, განახლებული ტერმინალის ინფრასტრუქტურა მოიცავს Smart Eco Hub-ის სავაჭრო ზონას და ე.წ „კულტურულ სოფელს“, სადაც ყველა დამთვალიერებლისთვის გასართობი ღონისძიებების გამართვას გეგმავენ. როგორც არქიტექტორებმა ჩაიფიქრეს, საცალო ვაჭრობის, საკვების და სასმელების ადგილები დაემსგავსება ტაილანდური სტრიქის საკვების წერტილებს, რომლებიც იქცა ადგილობრივი კულტურის განუყოფელ ნაწილად.

საჰაერო ნავსადგურის გენერალური გეგმის შემქმნელია არქიტექტურული და დიზაინის ფირმა One Works. პროექტის კონცეფცია ეფუძნება მგზავრთა მაქსიმალური კომფორტის შექმნას, მდგრადი განვითარების სტანდარტების დაცვას და ტაილანდური კულტურის პოპულარიზაციას.