კომპანია Airports of Thailand-მა ფხუკეტის აეროპორტის გაფართოების შესახებ განაცხადა, რისთვისაც 6 მილიარდი ბახტი (დაახლოებით $212 მილიონი) დაიხარჯება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bangkok Post ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფხუკეტის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაფართოება. ვარაუდობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 12 მილიონ მგზავრს მიაღწევს, 2022 წელს საერთაშორისო რეისებზე, ამ აეროპორტმა დაახლოებით 6 მილიონი მგზავრი მიიღო.
ირკვევა, რომ აეროპორტის მთლიანი გამტარუნარიანობა, შიდა ფრენების ჩათვლით, წელიწადში 18 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. პროექტი შემუშავების ფაზაშია და დასრულებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. Airports of Thailand-ის პრეზიდენტის კერატი კიჯმანავატის თქმით, პროექტი სავარაუდოდ მინიმუმ 6 მილიარდი ბატის ბიუჯეტი იქნება გათვალისწინებული და დასრულდება 2027 წლისთვის.