Accor, მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფი, დღეს აცხადებს Swissôtel Tbilisi-ის გახსნას, რაც აღნიშნავს პრემიუმ ბრენდის დებიუტს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ახალი ფლაგმანი სასტუმრო მდებარეობს თბილისის შუაგულში, ცნობილ რუსთაველის გამზირთან და ცნობილი მშრალი ხიდიდან და მისი აუთენტური ბაზრიდან ახლოს, გარშემორტყმული მრავალი პოპულარული ღირშესანიშნაობებით მათ შორის თეატრები, მუზეუმები, გასართობი და სავაჭრო ცენტრებით.
Swissôtel Tbilisi აერთიანებს თანამედროვე ინტერიერს, მაღალი ხარისხის კომფორტს და Swissôtel-ის ბრენდის მსოფლიო კლასის სერვისს, რაც ნიშნავს ხარისხს, ეფექტურობასა და ზრუნვას. ახალი სასტუმროს გახსნა შეემატება Accor-ის სასტუმროების მზარდ პორტფოლიოს საქართველოში, რომელიც უკვე მოიცავს რვა სასტუმროს ქვეყანაში.
„განვითარებული ინფრასტრუქტურით, მდიდარი კულტურით და მრავალფეროვანი გასტრონომიული გამოცდილებით, საქართველო სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის პოტენციურად წარმატებული მიმარულებაა. Swissôtel Tbilisi-ის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი შემდგომი გაფართოების ამ დინამიურ ბაზარზე. ეს ახალი გამორჩეული სასტუმრო აერთიანებს თანამედროვე დიზაინს შვეიცარიული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებთან, და აქცევს მას იდეალურ ადგილად იმ მოგზაურთათვის, ვისაც სურს გაიცნოს თბილისი ქალაქის შუაგულიდან “, – თქვა ალექსის დელაროფმა, Accor New East Europe-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა.
„Swissôtel Tbilisi არის განსაკუთრებული პროექტი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის უნიკალურ სასტუმრო გამოცდილებას მოუტანს ქალაქს და მის საზოგადოებას. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს სტუმრებს თბილი და დასამახსოვრებელი მასპინძლობით, თბილისში დაუვიწყარი დასვენების და მოქალაქეების უნიკალური კულინარიული გამოცდილების გასაზიარებლად – განაცხადა ერდოღან შაჰინმა, Mercure Tbilisi Old Town-ისა და Swissôtel Tbilisi-ის კლასტერის გენერალურმა მენეჯერმა.
სასტუმროს ინტერიერი, შექმნილი მსოფლიოში ცნობილი დიზაინისა და არქიტექტურის სტუდია Sundukovy Sisters-ის მიერ, ქმნის მისასალმებელ და ელეგანტურ ატმოსფეროს ყვავილების ნიმუშებით, დეკორატიული ელემენტებით და ნეიტრალური ტონებით. Swissôtel Tbilisi არის წარმოდგენილი 130 ოთახით, მათ შორის წარმოდგენილია განთავსების სხვადასხვა ვარიანტები, როგორიცაა Swiss Business Advantage, Deluxe King ნომრები და საპრეზიდენტო ლუქსი. ახალ სასტუმროში ასევე არის გამორჩეული Swissôtel Vitality Room, სივრცე, რომელიც შექმნილია სტუმრებთვის, მათი სახლიდან შორს ყოფნის დროს გონებრივი და ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ახალი სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან კულინარიულ გამოცდილებას, როგორიცაა Atmosphere, რესტორანი და ბარი მეშვიდე სართულზე, სადაც წარმოდგენილია აზიურ სამზარეულო და საფირმო კოქტეილები, Cafe Swiss ავთენტური შვეიცარული დელიკატესები, Olives ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო და მრავალფეროვანი საუზმე ბუფეტის სტილის კომფორტულ ატმოსფეროში.
სხვა პირობებში შედის საფირმო Pürovel Spa & Sport, რომელიც შთაგონებულია ალპების სეზონის ცვალებადობით, და ფიტნეს ცენტრი საცურაო აუზით, საუნით და ჰამამით.
Swissôtel Tbilisi ასევე გთავაზობთ ოთხ სრულად აღჭურვილ და მრავალმხრივ მოქნილ ღონისძიებათა სივრცეს, რომლებიც საგულდაგულოდ არის შექმნილი კრეატიულობის, ეფექტურობის, ოპტიმიზაციისა და ფოკუსის გასაძლიერებლად. სასტუმრო მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, რაც საშუალებას აძლევს საერთაშორისო მოგზაურებს მარტივად იმოგზაურონ სამუშაოდ ან დასასვენებლად.
Swissôtel Tbilisi- სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ პრივილეგიების, სერვისებისა და გამოცდილებების მრავალფეროვანი უპირატესობებით ALL – Accor Live Limitless ცნობილი ლოიალობის პროგრამის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს დაუვიწყარ გამოცდილებას ყოველი სტუმრობის დროს და მის შემდეგ.