ავიაკომპანია Swiss Airlines გეგმავს იყოს მსოფლიოში პირველი, ვინც სინთეზურ საწვავს გამოიყენებს, რომელიც შექმნილია მზის კონცენტრირებული ენერგიის გამოყენებით. ის ქმნის ზუსტად იმდენ ნახშირორჟანგს, რამდენიც სჭიროა მისი წარმოებისათვის. ამის შესახებ მზის საწვავის მწარმოებელი Synhelion იუწყება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს, რომ ავიაკომპანიებმა შეინარჩუნონ ნახშირბადის გამონაბოლქვი 2020 წლის დონეზე და  2050 წლისთვის 2005 წლის დონესთან შედარებით ემისიები 50%-ით შეამცირონ.

ავიაციის მიერ ნახშირბადის შემცირების ერთ-ერთი გზა ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადასვლაა. მაგალითად, ბიოსაწვავი ან სინთეზური საწვავი. პირველი მიიღება მცენარეული ნედლეულისგან, ძროხის ცხიმისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და მეორე კი წყლისა და ნახშირორჟანგისგან. იგი ითვლება ეკოლოგიურად ნეიტრალურად, რადგან არ ახდენს გავლენას ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ბალანსზე.

Synhelion-კი ქმნის სინთეზურ თვითმფრინავის საწვავს მზის ენერგიის გამოყენებით. გამოსხივება აისახება სარკის ველით, კონცენტრირებულია მიმღებ კოშკზე და გარდაიქმნება სითბოდ. შემდეგ სითბო იგზავნება თერმოქიმიურ რეაქტორში, რომელიც გამოიმუშავებს სინგაზს, წყალბადისა და ნახშირბადის მონოქსიდის ნარევს. და უკვე ამ სინთეზური აირის საწვავი მიიღება გაზ-თხევადი კონვერტაციის გამოყენებით.

Synhelion-მა უკვე დადასტურა, რომ გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება Swiss-თან და Lufthansa Group-თან, რომლის მიხედვითაც Swiss იქნება მისი საწვავის პირველი მყიდველი და ალბათ პირველი ავიაკომპანია, რომელიც დაიწყებს ამ ტიპის საწვავის გამოყენებას. ზუსტად როდის აფრინდება შვეიცარიული თვითმფრინავი მზის სინთეზურ საწვავზე პირველად, უცნობია.