თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ანტალიის გარდა თბილისის მიმართულებით იზმირიდანაც შეასრულებს. ანტალია-თბილისი-ანტალიას საჰაერო ხაზზე SunExpress-ი ოპერირებას აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით განაახლებს. ხოლო რაც შეეხება იზმირი-თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზს, აღნიშნულ მარშრუტზე ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

კომპანიის ინფორმაციით, მგზავრების დიდი ინტერესის ფონზე SunExpress-ი ბათუმის მიმართულებით ოპერირებასაც განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ SunExpress-ის საქართველოს ავიაბაზარზე 2023 წელს შემოვიდა.

SunExpress 35 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

ავიაკომპანიის ავიაპარკი 77 საჰაერო ხომალდს აერთიანებს, რომლებიც 200-მდე მიმართულებაზე ასრულებენ რეისებს.