სტოკჰოლმის ხელისუფლებამ გადაწყვიტა აიკრძალოს ბენზინისა და დიზელის მანქანების შემოსვლა ქალაქის ცენტრში. ახალი წესები ძალაში 2025 წლიდან შევა.
„ეკოლოგიურად სუფთა ზონა“ მოიცავს 20 ცენტრალურ კორპუსს, მათ შორის სავაჭრო ქუჩებს. ცენტრში შესვლა მხოლოდ ელექტრომობილებით იქნება შესაძლებელი. თუმცა იქნება გამონაკლისები – ახალი წესები არ გავრცელდება პოლიციის მანქანებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებზე და მანქანებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მართავენ.
მოგვიანებით საკრებულომ შესაძლოა ზონა და შეზღუდვები გააფართოოს. ეს პროექტი CO2-ის ემისიების შემცირების კიდევ ერთი მცდელობაა.