ისრაელურმა სტარტაპ კომპანია AIR-მა ვერტიკალური აფრენა/დაფრენით პირველი ელექტრო თვითმფრინავი (eVTOL) წარმოადგინა.  გამოცემა Calcalist-ის ინფორმაციით, აღნიშნული თვითმფრინავის გაყიდვები 2024 წლიდან აშშ-დან დაიწყება. 

AIR თითქმის ორი წლის განმავლობაში,  აშშ-ს ფედერალურ საავიაციო ორგანოსთან (FAA)  მჭიდროდ თანამშრომლობდა და 2023 წლის ბოლომდე ორადგილიანი საჰაერო ხომალდის  AIR ONE-ს სერტიფიცირებას ელოდება. 

ორადგილიან საჰაერო ხომალდს, რომელიც განკუთვნილია ვერტიკალური აფრენისა და დასაფრენისათვის, აქვს სპეციალური ფრთის გეომეტრია, რომელიც მას საშუალებას აძლევს განავითაროს უფრო მაღალი სიჩქარე და დაფაროს უფრო მეტი მანძილი, ვიდრე კონკურენტების მიერ შექმნილი იმავე კლასის სხვა თვითმფრინავებმა.

მსგავსი ტიპის თვითმფრინავებისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე წარმოდგენილია ისეთი მწარმოებლების მიერ, როგორიცაა Boeing-ი და Airbus-ი AIR პოზიციონირებას შედარებით დაბალი  საცალო ფასით ახდენს.

კომპანია ოფიციალურ ზუსტ ფასს ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით მისი შეძენა მყიდველს $ 200,000 დაუჯდება, ხოლო ფრენის ერთი საათი რამდენიმე ათეული დოლარი.

კომპანია წელიწადში 100-დან 1000-მდე ხომალდის წარმოებას გეგმავს.