აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია United Airlines გეგმავს, რომ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტექნოლოგიის მხარდაჭერით, პირველი კომერციული სამგზავრო ფრენები განახორციელოს.

ბორტზე Starlink-ის ინტერნეტით პირველი ფრენა Embraer E-175-ით მიმდინარე წლის გაზაფხულზე განხორციელდება. 2025 წლის ბოლოსთვის კომპანია გეგმავს ყველა ორკაბინიანი თვითმფრინავის Starlink-ს ტექნოლოგიებით აღჭურვას. ავიაკომპანიის საბოლოო მიზანია Starlink-ის Wi-Fi მიეწოდებოდეს მთელ ავიაფლოტს – თითქმის 1 ათას თვითმფრინავს.

თუმცა, თუ Starlink-ის პროექტი წარმატებით განხორციელდება United-ის თვითმფრინავებზე, მგზავრებს შეეძლებათ ვიდეო ზარის განხორციელება, ონლაინ თამაშების თამაში და პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელება – კომპანიის ვებსაიტზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ინტერნეტის სიჩქარემ შეიძლება მიაღწიოს 220 მბ/წმ გადმოტვირთვას და 25 მბ/წმ-მდე გაგზავნისას.